რეზონანსი
17.02.2026

 ოზურგეთში ავტომობილის აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მანქანა მაშინ აფეთქდა, როცა მამაკაცი მასში ჯდებოდა.

აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა და ოზურგეთის „მედალფას" კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×