რეზონანსი
17.02.2026

55 წლის ზვიად ჯინჭარაძის (მეტსახელად “ჯუმათა”) ავტომანქანა მაშინ აფეთქდა, როცა ის ქელეხიდან გამოსული მასში ჩაჯდა. მისი მდგომარეობა მძიმეა.

სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერება დისტანციურ მართვაზე იყო დამონტაჟებული და აფეთქებაც მართვის პულტის მეშვეობით მოხდა.

ზვიად ჯინჭარაძე ბოლო წლებში ბიზნესით იყო დაკავებული, ახლო საზღვარგარეთიდან საქართველოში სხვადასხვა სახის პროდუქცია, მათ შორის ავტომობილებიც შემოჰქონდა და ყიდდა.

მისი სახელი და გვარი გასული საუკუნის 90-იან წლებში, რამდენიმე კრიმინალურ გარჩევაში ფიგურირებდა.

გურიის მოამბე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×