რეზონანსი
18.02.2026

 

ელისო კილაძის აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობასთან დაკავშირებით „ქრონიკამ“ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა მოიპოვა.

დასკვნაში საუბარია, რომ კონკრეტულ ჩანაწერზე არ არის მანიპულაციის, წყვეტის ან მონტაჟის კვალი.

ცნობისთვის, ვრცელდება ჩანაწერი, რომელიც მედიას ელისო კილაძესთან სამართლებრივ დავაში მყოფმა მხარემ მიაწოდა. მხარემ ასევე, წარმოადგინა დასკვნა ჩანაწერის ავთენტიკურობის თაობაზე. წყაროს ინფორმაციით, ფარულ ჩანაწერში კილაძე ქოლ-ცენტრებზე, ოპონენტების შანტაჟსა და დაშინებაზე საუბრობს.

ჟურნალისტი ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დააკავეს. განცხადება პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ გააკეთა.

ამავე საქმეზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ათი პირის მიმართ, რომელთა შორის არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

პროკურორის თქმით, ბრალდების დადგენილება ასევე წარედგინებათ ჯგუფის სხვა წევრებს - გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას.

სწორედ ბენ ანორთან დაკავშირებით საუბრობს ჩანაწერში ელისო კილაძე თუ რა გზებით შეიძლება მის წინააღმდეგ შავი პიარის აგორება.

წყარო: imedinews.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×