უკრაინული არმიის 2023 წლის ზაფხულის კონტრშეტევა ჩავარდა იმის გამო, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჭირო რესურსები არ გამოყო, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვალერი ზალუჟნიმ Associated Press-თან ინტერვიუს დროს.
ზალუჟნი ამბობს, რომ ის პირადად ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობას იღებდა კონტრშეტევის გეგმის შემუშავებაში. გეგმის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ საჭირო იყო დიდი ძალების მობილიზება „ერთ მუშტად“, რათა ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილის აღება მოხერხებულიყო. შემდეგ, გეგმის მიხედვით, უკრაინული ჯარი აზოვის ზღვისკენ უნდა დაძრულიყო, რაც ყირიმს სამხედრო მომარაგების გარეშე დატოვებდა.
ოპერაციის წარმატებად ჩასატარებლად საჭირო იყო „ძალების მასშტაბური, კონცენტრირებული გაზრდა და ტაქტიკური მოულოდნელობა“, აღნიშნა ზალუჟნიმ. ამის ნაცვლად, მისი თქმით, ძალები ფრონტის მთელ ხაზზე განთავსდა, რამაც ჯარის შეტევითი პოტენციალი შეასუსტა.