რეზონანსი
18.02.2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი საქართველოში არ იმყოფება.

კერძოდ, „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ ლევან დავითაშვილი „ამ წუთებში ქვეყანაში არ არის“.

ინფორმაციისთვის, დავითაშვილი გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოიკითხა.

გამოკითხვის შემდეგ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ „შეხვედრა ევროპის გაზით მომარაგებაში საქართველოს მონაწილეობას და ამასთან დაკავშირებულ რისკებს შეეხებოდა“.

მოგვიანებით, სუს-ში განმარტეს, რომ დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე“. ასევე, უწყებაში განაცხადეს, რომ გამოკითხვისას რისკებთან დაკავშირებული კითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და არა ევროკავშირის გაზმომარაგებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×