რეზონანსი
18.02.2026

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლის საქ­მეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლით და ძა­ლის­ხმე­ვით სჭირ­დე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბა, - ასე პა­სუ­ხობს ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას შეკ­ვე­თით, ჯგუ­ფუ­რად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის საქ­მის პრო­კუ­რო­რი, გია შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი შე­კი­თხვას: „რა­ტომ დას­ჭირ­და საქ­მის გახ­სნას ხუთი წელი და ამ დრომ­დე რა­ტომ არ გა­სა­ჯა­როვ­და ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი“.

გია შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რე სა­სა­მარ­თლო­სა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის წი­ნა­შე წარ­დგე­ბო­და სა­ნა­ხევ­როდ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით.

"საქ­მის მო­ცუ­ლო­ბა იცით რამ­დე­ნია? საქ­მის მა­სა­ლე­ბი, გარ­და ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა, სა­ტე­ლე­ფო­ნო კომ­პა­ნი­ე­ბი­დან გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა, GPS მო­ნა­ცე­მე­ბი­სა, ამ ყვე­ლაფ­რის გარ­და საქ­მის მა­სა­ლე­ბი დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით უკვე 28 ტო­მია, ყვე­ლა ტომ­ში 250 ფურ­ცე­ლია. ეს ინ­ფორ­მა­ცია არ არის ქა­ღალ­დე­ბი, ეს არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დო­კუ­მენ­ტა­ცია, ეს ყვე­ლა არის სა­თი­თა­ოდ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ამ ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებს ადას­ტუ­რებს და ამას შეკ­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ამ კა­ტე­გო­რი­ის ბრალ­დე­ბა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის შეკ­ვე­თილ პირ­თა ჯგუ­ფის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბას, და­მე­თან­ხმე­ბით არ არის ად­ვი­ლი საქ­მე.

ამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლის საქ­მეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლით და ძა­ლის­ხმე­ვით სჭირ­დე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბა. ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­სა­ბა­მი­სად უნდა ყო­ფი­ლი­ყო მო­პო­ვე­ბუ­ლი. ჩვენ ვერც სა­სა­მარ­თლოს და ვერც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის წი­ნა­შე ვერ წარ­მოვ­დგე­ბო­დით სა­ნა­ხევ­როდ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით“, - გა­ნა­ცხა­და გია შა­იშ­მე­ლაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, გა­მო­ცხად­დე­ბა თუ არა ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნი­ა­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა, პრო­კუ­რო­რი აცხა­დებს, რომ „ბრალ­დე­ბის მხა­რის­თვის არ არის ცნო­ბი­ლი, სად იმ­ყო­ფე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლი, მას შემ­დეგ რაც ჩვენ მი­ვი­ღებთ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე, კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ყვე­ლა ზო­მას გა­ა­ტა­რებს ბრალ­დე­ბის მხა­რე, რომ ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნია წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყოს სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბა­ში“.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×