რეზონანსი
19.02.2026

"ტვ პირველის" ინფორმაციით, თაღლითობისა და ფულის მითვისების ბრალდებით დაკავებული და ძებნილი პირების წინააღმდეგ საქმეში სახელმწიფო ბრალდებამ 40-მდე პირის ჩვენება და 10-მდე სათავლთავალო კამერების ჩანაწერები მოიპოვა.

როგორც ხდება ცნობილი, ე.წ. ქოლცენტრების სისხლის სამართლის საქმეში ასევე დევს აუდიოჩანაწერები.

საქმის მასალები ბრალდებულების ადვოკატებს რამდენიმე წუთის წინ გადაეცათ. როგორც ელისო კილაძის ადვოკატმა ჟურნალისტებთან პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადა, საქმე მოცულობითია და 20 ტომისგან შედგება. 

ის რომ საქმეში დევს სათვალთავლო კამერის ჩანაწერები, ეს მედიასტან დაადასტურა ძმები მიქაძეებსი ადვოკატმა, თუმცა გიორგი ყავლაშვილი ამბობს, რომ უცნობია, თუ რამდენად არის კავშირში ეს ჩანაწერები მისი დაცვის ქვეშ მყოფებთან. 

"ის ვიდეომტკიცებულებები არის ნამდვილად, რაც იწერება ამ წუთებზე ელექტრონულ მატარებლებზე, თუმცა ისინი რამდენად კავშირშია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების  ბრალდების საკითთან, ეს უკვე კიდევ სხვა თემაა. საერთოდ არანაირი კავშირი ჩემს მარწმუნებლებს "ქოლცენტრებთან" არ ჰქონიათ, არც მის ორგანიზებასთან, არც რაიმე თანხმების უკანონო მიღებასთან, არც თაღლითობასთან და ბუნებრივია, არც ფულის გათეთრებასთან.  ეს პოზიცია ცალსახაა და ნამდვილად ვიცი, რომ ასეა. საქმეში მოცემულ ბრალთან დაკავშირებით რაიმე მტკიცებულება არ არსებობს. ჩვენ სასამართლოზე მოვითხოვთ რომ აღკვეთი ღონისძების გარეშე დარჩეს. არცერთ წარმოდგენილ პირთან ნაცნობობა არ აქვს, ქალბატონმა ელისომაც განმარტა, რომ სასამართლოზე გავიცანიო (გიორგი მიქაძე). ასე რომ არცერთი პირი, ვინც ბრალდებსი დადგენილებაშია ჩამოთვლილი, მისთვის ნაცნობი არ არის", - აცხადებს მიქაძეების ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი. 

შეგახსენებთ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ, მათ შორის ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს: დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს. გიორგი მიქაძეს კი ბრალის დადგენილება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გააცნეს.  

ამავე საქმეზეა დაკავებული "ქრონიკა +"-ის დამფუძნებელი ელისო კილაძეც.

როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით, ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. 

საქმის მასალების მიხედვით, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ ქოლ-ცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას.

წყარო:  tvpirveli

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×