რეზონანსი
19.02.2026

 

 სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო საწარმოს დამფუძნებელმა, ალექსანდრე რატიშვილმა ქსელურ მარკეტებთან არსებულ კომერციულ პირობებზე ისაუბრა.

ალექსანდრე რატიშვილმა დაასახელა ის კომპონენტები, რომლებიც უშუალოდ შედის კომერციულ პირობებში და პრობლემებს წარმოადგენს მწარმოებლებისთვისაც.

„პირველი კომპონენტი არის ე.წ ქეშბექი. მეორე - კომპონენტი გახლავთ შესვლის გადასახადი, მესამე კომპონენტი - ადგილზე, თაროს გადასახადი, მეოთხე კომპონენტი გახლავთ ვალდებულება, რომ რამდენ მაღაზიასაც გახსნიან შენ ყველგან უნდა შეხვიდე, მეხუთე კომპონენტი არის, ის რომ, მათ რა ფასზეც შეუთანხმდები, ვალდებულებას გაკისრებენ, რომ სხვას ამაზე იაფად არ მიუტანო. მეექვსე კომპონენტი ეს არის გადახდის ვადები“, - განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×