რეზონანსი
19.02.2026

საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით, ეუთოს არეალში წინ უსწრებს დაახლოებით 30 ქვეყანას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

სამხარაძის თქმით, საქართველოს გამორჩევა, როდესაც კორუფციაზე საუბრობენ, ძალიან უსამართლოა.

„თქვენ ასევე ახსენეთ კორუფცია. საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ “კორუფციის აღქმის ინდექსის” შესახებ გამოქვეყნებული უახლესი ანგარიშით საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პირველ ადგილზეა, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით, ეუთოს არეალში წინ უსწრებს დაახლოებით 30 ქვეყანას. ასე რომ საქართველოს გამორჩევა, როდესაც კორუფციაზე საუბრობთ, მსუბუქად რომ ვთქვათ ძალიან უსამართლოა“, - დასძინა ქართველმა დეპუტატმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×