რეზონანსი
19.02.2026

 რეგიონების განვითარების გრძელვადიან გეგმაზე და მთავარ პრიორიტეტებზე პრემიერ-მინისტრმა მერებთან, საკრებულოს თავმჯდომარეებთან და სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ აქცენტი ადგილობრივ თვითმმართველობებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის მჭიდრო კოორდინაციაზე გააკეთა. პრემიერი ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რაზეც სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს, ქვეყნის მასშტაბით კორუფციის პრევენციის მნიშვნელობაა.

მუნიციპალიტეტებმა განვითარების გრძელვადიან გეგმებზე მუშაობა უკვე დაიწყეს. პროცესში ჩაერთო რეგიონული განვითარების სამინისტრო. სამუშაო ფორმატში მონაწილეობს რეგიონული პოლიტიკის კომიტეტიც, სადაც თქვეს რომ თვითმმართველობების ფინანსური და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას, სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. სხვადასხვა პროექტის შესრულების დროს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე აკეთებენ აქცენტს სახელმწიფო რწმუნებულები.

ათწლიანი განვითარების გეგმაში, მოქალაქეების ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებაზე მუნიციპალიტეტების მერებიც საუბრობენ. მათი განცხადებით, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს ერთობლივი მუშაობა, ქალაქებისა და სოფლების საჭიროებებს სწორად განსაზღვრავს. შეხვედრას პრემიერთან ერთად, მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები ესწრებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×