რეზონანსი
19.02.2026

 "მაბრალებენ იმას, რაც მე დავიწყე ქვეყანაში: ქოლ-ცენტრების მხილება" - ელისო კილაძე სასამართლოში

ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი, რომ ჩემს მი­მართ და­ინ­ტე­რე­სე­ბა აქვს სუს-ის უფ­როსს, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს. მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი არის მისი მე­გო­ბა­რი და კურ­სე­ლი , - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ე.წ. ქოლ-ცენ­ტრე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა ელი­სო კი­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ელი­სო კი­ლა­ძემ პრო­ცე­სის და­ხურ­ვა გა­აპ­რო­ტეს­ტა.

მისი თქმით, მას ედა­ვე­ბი­ან იმ საქ­მი­ა­ნო­ბას, რო­მე­ლიც თა­ვად და­ი­წყო - ქოლ-ცენ­ტრე­ბის სქე­მე­ბის მხი­ლე­ბა.

"მაბ­რა­ლე­ბენ იმას, რაც მე და­ვი­წყე ქვე­ყა­ნა­ში - ქოლ-ცენ­ტრე­ბის მხი­ლე­ბა. მაბ­რა­ლე­ბენ, რომ თურ­მე იმი­ტომ ვა­კე­თებ­დი, ხელი შე­მე­შა­ლა კონ­კუ­რენ­ტე­ბის­თვის. ყვე­ლა­ზე მთავ­რი, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რად ვარ მოყ­ვა­ნი­ლი, რომ­ლის სამ წევ­რს ფი­ზი­კუ­რად არ ვიც­ნობ. ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს არ ვიც­ნობ. არ ვიც­ნობ მი­ხე­ილ ჩო­ხელს. გი­ორ­გი მი­ქა­ძე პრო­ცეს­ზე გა­ვი­ცა­ნი. და­ვით მი­ქა­ძეს და მე­რაბ სეხ­ნი­აშ­ვილს ვიც­ნობ, ჩემი მე­გობ­რე­ბი არი­ან. ანუ ამ საქ­მე­ში ჩემი და­ნა­შა­უ­ლი არის ის, რომ და­ვით მი­ქა­ძის მე­გო­ბა­რი ვარ და ჯან­გვე­ლა­ძის მკვლე­ლო­ბას ვა­შუ­ქებ­დი ისე, რო­გორც ვა­შუ­ქებ­დი.

რა­ტომ უნდა და­ი­ხუ­როს სხდო­მა, რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ. დარ­ბაზ­ში ჩემი კო­ლე­გე­ბი სხე­დან. მინ­და, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს პირ­და­პირ და ღიად ვე­ლა­პა­რა­კო. ჩვე­ნი პრო­ფე­სია სა­ჯა­რო­ო­ბას გუ­ლის­ხმობს. პრო­კუ­რა­ტუ­რა გახ­და ჩა­კე­ტი­ლი სივ­რცე.

ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი, რომ ჩემს მი­მართ და­ინ­ტე­რე­სე­ბა აქვს სუს-ის უფ­როსს, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს. მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი არის მისი მე­გო­ბა­რი და კურ­სე­ლი. მეს­მის ყვე­ლა­ფე­რი, სა­ჯა­რო­ო­ბა არ შე­დის თქვენს ინ­ტე­რე­სებ­ში, მაგ­რამ შე­დის ჩემს ინ­ტე­რე­სებ­ში. ამ რე­პუ­ტა­ცი­ით ამ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბას არ ვა­პი­რებ, ისე­ვე, რო­გორც არა­ნა­ირ საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბა­ზე , აღი­ა­რე­ბა­ზე და კომ­პრო­მის­ზე არ წა­ვალ, რად­გან სას­წორ­ზე დევს ჩემი, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტის სა­ხე­ლი და გვა­რი.

არ ვე­თან­ხმე­ბი ამ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას, მინ­და სა­ჯა­რო­ო­ბა. ამ მოწ­მე­ებს 20 წე­ლია ვიც­ნობ", - გა­ნა­ცხა­და ელი­სო კი­ლა­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×