რეზონანსი
20.02.2026

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ამბობს, რომ ადამიანები ხშირად უკავშირდებიან და არაერთი დანაშაულის შესახებ აწვდიან ინფორმაციას. მისი თქმით, ვიდრე ტელეეთერში შევიდოდა, ერთი ქალატაბონის მესიჯი მიიღო, რომელიც გოგონების დაჯგუფების შესახებ უყვებოდა, რომლებიც მსხვერპლს არჩევენ და გამოჰყავთ მკვლელების საჯიჯგნად.

"წეღან ერთმა ქალბატონმა ვოისი გამომიგზავნა, მანაც მომაწოდა ინფორმაცია არასრულწლოვანი გოგონების ჯგუფის შესახებ, რომლებიც ქმნიან მსხვერპლს და გამოჰყავთ მსხვერპლი აი, ამ მკვლელების საჯიჯგნად", - განაცხადა კუპატაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, საუბარია თუ არა იმავე დაჯგუფებაზე, რომელიც მისი შვილის მკვლელობაში ფიგურირებს, კუპატაძე პასუხობს:

"შესაძლოა, რომელიღაც სხვა დაჯგუფებაა ეს. ძალიან ბევრი, წარმოუდგენლად ბევრია ეს. მითხრა, რომ გოგონების ჯგუფზე საუბრობდა, რომლებსაც მსხვერპლი საცემრად გამოჰყავთ ამათთვის. მსხვერპლს ესენი წინასწარ არჩევენ და წინასწარ ქმნიან. რაღაც ნიშნით არჩევენ. წარმოუდგენლად ბევრი ადამიანი დამიკავშირდა ამ საკითხზე, მაგრამ როდესაც მათ ავუხსენი, რომ ეს მასალები უნდა ავკინძო, წავიღო პროკურატურაში, რათა გახსნან მეთქი, ბევრმა უკან დაიხია, ბევრს შეეშინდა. ხალხო, ღმერთმა არ გაგხადოთ ჩემსავით უშიშრები, ახლა უნდა იბრძოლოთ, სანამ დროა", - განაცხადა კუპატაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×