რეზონანსი
20.02.2026

 -

შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული კ.პ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა თბილისში, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „მეთადონი" ამოიღეს, ხოლო, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ელექტრო სასწორი და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×