რეზონანსი
20.02.2026

პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებული მომღერალი ხატია წერეთელი საპატიმროდან გაათავისუფლეს. არსებული ინფორმაციით, ხატია წერეთელმა ბრალი აღიარა და გამოძებასთან ითანამშრომლა, რის შემდეგაც მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, ხატია წერეთელს და კიდევ 11 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აგვისტოში შეეფარდათ.

შსს-მ მაშინ ფარულად გადაღებული კადრებიც გაავრცელა, რომელშიც ხატია წერეთელი ფიგურირებს.

ცნობისთვის, ხატია წერეთელი მომღერლის ფსევ­დო­ნი­მია, მისი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი კი ირმა კურ­ტა­ნი­ძეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×