რეზონანსი
20.02.2026

აშშ-ის წარმომადგენლები, მოლაპარაკებების დროს, ირანულ მხარეს ურანის გამდიდრების ნულამდე დაყვანას არ სთხოვდნენ, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.

„ჩვენ არავითარ შეჩერებას არ გვთხოვდნენ. ამერიკულ მხარეს არ უთქვამს ჩვენთვის, რომ გამდიდრება ნულამდე უნდა დაგვეყვანა... ახლა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ დავრწმუნდეთ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა, გამდიდრების ჩათვლით, არის მშვიდობიანი და მშვიდობიანად დარჩება სამუდამოდ“, - განაცხადა არაღჩიმ.

მისი თქმით, ირანი არ აღიქვამს ამერიკელებს მტრებად. როგორც არაღჩიმ აღნიშნა, ამერიკის მთავრობის პოლიტიკაა მიმართული ირანის წინააღმდეგ. როცა აღნიშნული მიდგომა შეიცვლება, ქვეყნებს შორის სხვა ტიპის ურთიერთობები ჩამოყალიბდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×