
ცოტა ხნის წინ ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსთავის ციხეში წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე გამოიკითხა.
ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე კი სოციალურ ქსელში დიმიტრი ქვაჭრელიშვილის მიერ მისთვის გამოგზავნილ წერილს აქვეყნებს, სადაც წერია:
"გამარჯობა ქალბატონო იზა, ვიზიარებ და ვტირი თქვენი დაკარგული შვილის გამო. მე მესმის თქვენი და არც არაფერი მწყინს. დასამალი არაფერი არ მაქვს და ბოლომდე ვიქნები თქვენს გვერდით და სიმართლეს ვიტყვი ყველგან ამაზე, არც იდარდოთ".
იზა ომაძემ დაკითხვის დასრულების შემდეგ თავისი პოზიციაც დააფიქსირა:
"დასრულდა დიმიტრი ქვაჭრელიშვილის დაკითხვა!!!
რა თქვა, ახლა რატომ თქვა და მაშინ რატომ არა!
ამაზე ჩემი პასუხია: მადლობა ბატონ დიმიტრის, რომ რისი გაგებაც გვინდოდა, ყველაფერი თქვა, ასეც მჯეროდა, რომ იტყოდა!
მე მჯერა, რომ მის უსაფრთხოებაზე კარგად იზრუნებენ!!!
ამის თქმის საფუძველს მაძლევს ჩემი შეხვედრა პროკურატურის წარმომადგენლებთან, რომელთაც დამიდასტურეს მზაობა, რომ ყველა
დამნაშავე შესაბამისად კანონისა დაისჯება!
დაველოდოთ!" - წერს ნიკო კვარაცხელიას დედა.