რეზონანსი
20.02.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთში ვიზიტს 31 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლში ადასტურებენ.

ვიზიტის ფარგლებში ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდება.

ეს იქნება ჩინეთისა და შეერთებული შტატების ლიდერების პირველი პირისპირ შეხვედრა გასული წლის  ოქტომბრის შემდეგ.

როგორც „როიტერი“ წერს, აღნიშნული შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მხარეები განიხილავენ, გააგრძელებენ თუ არა სავაჭრო შეთანხმებას, რომელმაც ტარიფების გაზრდა შეაჩერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×