რეზონანსი
22.02.2026

დიდმა ბრიტანეთმა და მოკავშირე ქვეყნებმა დაუყოვნებლივ უნდა გაგზავნონ უკრაინაში სახმელეთო ჯარები არასაბრძოლო მისიების შესასრულებლად, - შესაბამისი განცხადება გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერმა ბორის ჯონსონმა BBC-სთან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, შევლენ თუ არა უკრაინაში მოკავშირე ქვეყნის ძალები, უკრაინელების გადასაწყვეტია და არა პუტინის.

„თუ შეგვიძლია გვქონდეს გეგმა ომის შემდეგ ჯარების განლაგების შესახებ მას შემდეგ, რაც პუტინი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, მაშინ რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს ახლავე? ვერ ვხედავ ვერანაირ ლოგიკურ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა გავგზავნოთ იქ მშვიდობიანი სახმელეთო ჯარები, რათა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა, თავისუფალი, დამოუკიდებელი უკრაინის მიმართ. ეს პოლიტიკური საკითხია. საქმე ეხება იმას, არის თუ არა უკრაინა თავისუფალი ქვეყანა. თუ ის რუსეთის ვასალური სახელმწიფოა, რასაც პუტინი ისახავს მიზნად, მაშინ, ცხადია პუტინი წყვეტს, ვინ ჩავა მის ქვეყანაში. თუ არა - გადაწყვეტილება უკრაინელებს ეკუთვნით“, - განაცხადა ჯონსონმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×