
ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალები და ის, ვისაც მხოლოდ დესტაბილიზაციის ინტერესი აქვს, ყველა რეფორმას თუ ინიციატივას იყენებენ დესტაბილიზაციისთვის, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა „ქრონიკასთან".
მისივე თქმით, აქციის მოწყობა და აქციით განათლების რეფორმის პასუხი არის კიდევ ერთხელ დადასტურება მათი მხრიდან, რომ ისინი არ ერთვებიან საგნობრივ განხილვაში.
„დიპლომატიური კორპუსის საქმე არ არის ის, რომ აქციებში მიიღოს მონაწილეობა და წაახალისოს აქციის მონაწილეები. ესტონეთს შეეძლო მათივე გამოცდილების მაგალითზე ეჩვენებინა, თუ როგორ უნდა მოხდეს საუნივერსიტეტო ეფექტიანი რეფორმა. კიდევ ერთხელ აჩენებს მათ მიზანს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის კუთხით", - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.
რა კავშირი აქვს ესტონეთის საელჩოს ილიას უნივერსიტეტის შიდა პროცესებთან - დიპლომატიურმა უწყებამ „ფეისბუკის" გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ესტონეთის ჯერ კიდევ მოქმედი ელჩი, მისი დროებითი რწმუნებული და ილიას უნივერსიტეტის რექტორი დგანან. ფოტოს აქვს წარწერა - „ჩვენ ილიას უნივერსიტეტის გვერდით ვდგავართ".