რეზონანსი
22.02.2026

ხდებოდა ნელ-ნელა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, თავისუფლების საფარქვეშ ადამიანების დარწმუნება, ხდებოდა ახალგაზრდებისთვის იმის ჩანერგვა, რომ რასაც ეუბნებიან დონორები, რასაც ეუბნება ე.წ დასავლეთი, ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტება და მის გარდა ნებისმიერი სხვა აზრი არის აბსოლუტურად მიუღებელი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა გარე ჩარევაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ხელისუფლების ნაბიჯებს დაარქვეს „რუსული", რაც ახალგაზრდების ნაწილზე მუშაობდა.

„ბუნებრივია, რომ ეს მუშაობდა ახალგაზრდების რაღაც ნაწილში, სანამ მოხდებოდა ღრმად ჩახედვა, თუ ამ ლოზუნგების უკან რეალურად რა მიზნები იდგა. ყველაფრისთვის თავის სახელის დარქმევამ მოგვცა იმის საშუალება, რომ მოქალაქეებმა შეაფასეს, სინამდვილეში რასთან გვქონდა საქმე", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×