რეზონანსი
24.02.2026

"მედინას" კლინიკური დირექტორის ჯუმბერ უნგიაძის ინფორმაციით, ახალშობილს დამატებითი ოპერაციები ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით არის პროგრესი.

"გუშინ გავუკეთეთ მეორე რეკონსტრუქციული ოპერაცია, რომლის აუცილებლობაც იყო იმის გამო, რომ ინფექცია კიდევ არ გავრცელებულიყო. მთელი პირის ღრუ, ქვედა ყბის ძვლების ოსტეოსინთეზი მოხდა... გაკეთდა უნიკალური ოპერაცია, პროგრესი არის, თუმცა ბავშვის მდგომარეობა ისევ მძიმეა, არავის ეგონა თუ მისი გადარჩენა მოხდებოდა. მას მკურნალობენ მოწვეული ექიმებიც, კონსილიუმი იყო მოწვეული, იაშვილის კლინიკიდან ჩამოვიდნენ მედიკოსები.

ახალშობილს დასჭირდება პლასტიკური ჩარევა და სხვა ოპერაციებიც..." - განაცხადა უნგიაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×