რეზონანსი
24.02.2026

თბილისში მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის საქმე - დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკითხულმა მოწმეებმა განაცხადეს, რომ გიგა ავალიანი თავდასხმის შემდეგ გონზე არ მოსულა. 

სასამართლოსი დაიკითხნენ პირები, რომლებმაც თავდასხმის შემდეგ გიგა ავალიანი პირველებმა ნახეს. 

ამასთან, მოწმეების განმარტებით, მათ დაშავებულ პირზე რაიმე ხილული დაზიანება არ დაუნახავთ.  

მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამის, ალექსანდრე გაბაშვილის განცხადებით, პროცესზე სამივე მოწმემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არანაირი გარეგანი დაზიანება გიგა ავალიანს არ ჰქონია. ამასთან ბრალდებულის მამა აცხადებს, რომ მოწმეები თავდაპირველი ჩვენების შეცვლას აღელვებით ხსნიან - "სამივე ამბობს, რომ აღელვებულები იყვნენ თავდაპირველი ჩვენების შემდეგ და მერე კარგად დაფიქრდნენ". 

პროკურორი, ლევან ვეფხვაძე განმარტავს, რომ მოწმეებმა ჩვენება კი არ შეცვალეს, არამედ დააზუსტეს გარკვეული გარემოებები. 

სამივე მოწმემ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რა მდგომარეობაში იყო გიგა, როდესაც მივიდნენ, ის იყო უგონო მდგომარეობაში და ის გონზე არ მოსულა. 

რაც შეეხება შეცვლას, ეს არ არის ცრუ ჩვენების მიცემა, ეს არის მოწმეების მიერ დაზუსტება გარკვეულ გარემოებებთან დაკავშირებით ვინ, როგორ აღიქვა გარკვეული მდგომარეობა. ამ საქმეში დაცვის მხარის მხრიდან ხშირად კეთდება აპელირება იმ საკითხზე, რომ თითქოს გიგა ავალიანმა თავი დაარტყა და ამით მიიღო დაზიანება. ამ საკითხს წერტილი დაუსვა სამედიცინო ექსპერტმა, კომისიურმა, სადაც მკაფიოდ, შავით თეთრზე წერია, რომ დაზიანება მიყენებულია წინა მხრიდან, მარჯვენა მხარეს და არავითარი უკანა მხრიდან მიყენებული დაზიანება კავშირში საერთოდ არაა და ცალსახად გამოირიცხა. 

მეგობრები იყვნენ შეკრებილი ეზოში, მათთვის უცნობმა პირმა დაუძახა, რომ იმყოფებოდა ადამიანი ცუდად, ეს ადამიანი იქ არ გაჩერებულა და არც დაინტერესებულა სხვა შედეგებით. როდესაც მივიდნენ ნახეს, რომ თვითონ როგორც განმარტეს, დაზიანება არ აღენიშნებოდა, დაცვის მხარე უსვამდა შეკითხვას სიწითლესთან დაკავშირებით და მოწმეებმა ასევე განმარტეს, რომ სიწითლეს არ დაკვირვებიან. რაც შეეხება ხილული დაზიანება, საიდანაც სისხლი მოსდიოდა, ან მსგავსი არ შეუმჩნევიათ, რაც ისედაც დადასტურებულია საქმეში," - განაცხადა პროკურორმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×