
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს ვიქტორ ორბანის ვეტოს მიუხედავად მიაწვდის.
ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, ანტონიო კოშტასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მიწოდების საშუალებას იპოვის, იმის მიუხედავად, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ამისთვის ერთ-ერთი პროცედურული ნაბიჯი დაბლოკა.
"სესხი ევროპულ საბჭოში 27 სახელმწიფოს მეთაურის მიერ იქნა შეთანხმებული. მათ პირობა დადეს და ამ პირობის გატეხვა არ შეიძლება. ასე რომ, ამ კრედიტზე გადაწყვეტილებას აღვასრულებთ, ამა თუ იმ გზით. საშუალება მომეცით, ძალიან ცხადად ვთქვა - სხვადასხვა ვარიანტები გვაქვს და მათ გამოვიყენებთ", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.