რეზონანსი
26.02.2026

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში მომხდარ მძიმე შემთხვევასთან დაკავშირებით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

როგორც უწყებაში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, სამინისტროს წარმომადგენლები ფაქტის დადგომისთანავე დაუკავშირდნენ კლინიკის ადმინისტრაციას და ადგილზე შესაბამისი დახმარება შესთავაზეს. მათივე ცნობით, ახალშობილის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, სამინისტროს ინიციატივით, დაუყოვნებლივ შეიკრიბა კონსილიუმი, რომელშიც ჩართულნი არიან ჯანდაცვის სამინისტრო, საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს გუნდი.

"მომზადდა რეაგირების გეგმა, რის შემდეგაც იაშვილის კლინიკის სპეციალისტთა ჯგუფი, ყბა-სახის ქირურგები, სასწრაფოდ გაემგზავრა ბათუმში, ახალშობილის სამედიცინო დახმარების მიზნით. ბავშვს ჩაუტარეს რთული ქირურგიული ოპერაცია. იაშვილის კლინიკა აქტიურად არის ჩართული და მზაობას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში, სხვა მიმართულებითაც გაუწიოს სამედიცინო დახმარება.

ჯანდაცვის სამინისტრო განაგრძობს მუდმივ და აქტიურ კოორდინაციას ჩართულ სპეციალისტებთან და საჭიროების შემთხვევაში, მზად არის დამატებითი რესურსებისა და ჩარევის უზრუნველსაყოფად. არსებული კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალშობილის ტრანსპორტირება ამ ეტაპზე შეუძლებელია - იგი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში და მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა," - აცხადებენ სამინისტროში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×