რეზონანსი
26.02.2026

ბრიტანეთის ახალი, მასშტაბური სანქციები აზერბაიჯანელ ნავთობ-ტრეიდერებსაც შეეხო. დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-4 წლისთავზე მოსკოვის მიმართ გამოცხადებულ მასშტაბურ სასანქციო პაკეტში, რომელშიც დაახლოებით 300 კომპანია და იურიდიული პირია, აზერბაიჯანული ნავთობ ტრეიდერებიც მოხვდნენ. სანქციები დაუწესდა „2Rivers Group“-თან დაკავშირებულ 175 იურიდიულ პირს. 

Bloomberg-ის ცნობით, აღნიშნული ქსელი დაკავშირებულია აზერბაიჯანელ ტრეიდერებთან – ეტიბარ ეიუბთან და ტაჰირ ყარაევთან, რომლებიც საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, რუსული ნავთობის ასობით მილიონი ბარელის გადაზიდვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. მანამდე, დიდმა ბრიტანეთმა „2Rivers Group“-ს სანქციები 2024 და 2025 წლებშიც დაუწესა, თუმცა ახალი სანქციები ქსელთან დაკავშირებული კომპანიების უფრო ფართო წრეს მოიცავს. შეზღუდვებში მოხვდნენ რუსული ბანკები, მათ შორის „Poçta Bank“, „Toçka“, „Transkapitalbank“, „Absolyut-Bank“, „Sinara“, „Avers“, „Lanta-Bank“, „Ak Bars“ და „Fora-Bank“. სანქციების სიაში არიან - „Transneft“ და „Rosatom“-ის სტრუქტურები („Rosatom Energy Projects“, „REIN Engineering“, „Rusatom Overseas“), ასევე თხევადი ბუნებრივი გაზის მწარმოებლები „Krioqaz-Vısotsk“ და „Qazprom SPQ Portovaya“. გარდა ამ ჩამონათვალუსა, სანქციების პაკეტში მოხვდა 2 ქართული მედია POST TV და იმედიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×