რეზონანსი
26.02.2026

როგორც ჩანს, დიდი ბრიტანეთი რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას აქტიურად აწარმოებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა საქართველოს პირველ არხს დიდი ბრიტანეთის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე საუბრისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსეთი სანქციების გვერდის ავლისთვის ბრიტანეთის ტერიტორიებს იყენებს, განხორციელებულია, სულ მცირე, რვა მილიარდი დოლარის გარიგება

როგორც ნინო წილოსანი აცხადებს, ამ ანგარიშით ირკვევა, რომ დიდი ბრიტანეთი სანქციების გვერდის ავლით არის რუსეთისთვის რვა მილიარდ დოლარამდე ბრუნვის აქტორი.

„იმ პირობებში, როცა დიდი ბრიტანეთიდან საქართველოსთან მიმართებაში კრიტიკა ისმის, თავისთავად, ყველა ასეთი შემთხვევა გვახსენდება. ევროკავშირის პირობებშიც, რუსეთთან ეკონომიკური ვაჭრობა გაცილებით უფრო მაღალ ფინანსურ ნიშნულზე აქვთ, ვიდრე მათი დახმარებაა უკრაინის მიმართ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×