რეზონანსი
26.02.2026

თითქმის ყოველი მეორე, თუ ყველა არა ტვ იმედში და პოს ტვ-ში  ჩემი მეგობარია. არნახული უსამართლო გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდნენ ეს ადამიანები. არ დააკლეს დარბევა, ბულინგი, მიტაცება და ათასი საშინელება ამ ხალხს, - ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია, დიდი ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმას და "იმედისა" და "პოს ტვ"-ის დასანქცირებას, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ე.წ. ოპოზიცია, არ მალავს იმას, თუ როგორ უხარიათ ეს ამბავი, ვინაიდან, ისინი ორგანულად ვერ იტანენ "იმედს", თუმცა, ყველაფერი მალე დადგება თავის ადგილზე. გამსახურდია სოლიდარობას უცხადებს ორივე ტელეკომპანიას.

"თითქმის ყოველი მეორე, თუ ყველა არა ტვ იმედში და პოს ტვ-ში  ჩემი მეგობარია. არნახული უსამართლო გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდნენ ეს ადამიანები.

არ დააკლეს დარბევა, ბულინგი, მიტაცება და ათასი საშინელება ამ ხალხს. 

ბრალდების შინაარსი, თუ რატომ აშუქებენ მოვლენებს დამოუკიდებლად და ობიექტურად. 

ყველაზე უბედურება კიდევ ის არის, რომ ე.წ ოპოზიციას ეს ამბავი უხარია. გავიგე რომ ორგანულად ვერ იტანენ იმედს, პირველად სწორედ იმედმა შეარყია მიშას დიქტატურა, მაგრამ ასე უნამუსოდ ამის დეკლარირება? 

დადგება თავის ადგილზე ყველაფერი, თან ძალიან მალე. ჩემი მხარდაჭერა „იმედის“ და „პოსტ ტვ“ მთელ კოლექტივს," - წერს გიორგი გამსახურდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×