რეზონანსი
27.02.2026

სოკოებივით მომრავლებულ სხვადასხვა მედიაენჯეოებს, მედიის დამცველებს, კინწურაშვილებს და მსგავსებს, რომლებიც მილიონებს იღებდნენ და წლების განმავლობაში გვაჩვენებდნენ, თითქოს სიტყვის თავისუფლებისა და მედიის მცველები არიან, დღეს აქვთ გაკმენდილი ხმა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედის“ და POSTV-ს დასანქცირებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, დღეს ვინც ჩუმად არის, ან ემხრობა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, ის დგება უცხო ქვეყნის მხარეს და არა საკუთარი სამშობლოს მხარეს.

„სოკოებივით მომრავლებულ სხვადასხვა მედიაენჯეოებს, მედიის დამცველებს, კინწურაშვილებს და მსგავსებს, რომლებიც მილიონებს იღებდნენ და წლების განმავლობაში გვაჩვენებდნენ, თითქოს სიტყვის თავისუფლების და მედიის მცველები არიან, დღეს აქვთ გაკმენდილი ხმა. ვინმეს ერთი ხმა მათი გაგიგონიათ?! სინამდვილეში მოხდა ის, რომ უცხო ქვეყანა ქართულ მედიას თავს დაესხა. ეს ხომ ფაქტია და ხმა აქვთ გაკრინტული. 

სწორედ ეს არის ყველაზე კარგი ლუსტრაცია, რომ ეს „ენჯეოები“ არიან უცხო ძალის გამტარებლები საქართველოში, ხმას არ იღებენ იმიტომ, რომ ფულს იღებენ მათგან, ვინც დღეს თავს ესხმის ქართულ მედიას. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ უცხოური ფულით საქართველოში შეგვიქმნეს „მეხუთე კოლონა“, რომელმაც, როცა მიიღებენ შესაბამის მითითებას, „მოლოტოვის კოქტეილები“ უნდა ესროლონ საქართველოს პარლამენტს და პოლიციელებს, როცა საჭირო გახდება, თავდასხმებზე ჩუმად უნდა იყვნენ, რომ გაამართლონ მათი დამფინანსებლების ქმედებები. დღეს ვინც ჩუმად არის, ან ემხრობა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, ის დგება უცხო ქვეყნის მხარეს და არა საკუთარი სამშობლოს მხარეს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×