
საგურამოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. როგორც ახლობლები ამბობენ, ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა საჭესთან მყოფი 26 წლის ახალგაზრდა, ზაზა ნადირაშვილი. ის საგურამოში ცხოვრობდა და როგორც ჩანს, ახალგაზრდა სახლში ბრუნდებოდა, როცა შემთხვევა მოხდა.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ზაზა ნადირაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ზაზა GIONFE-ში წლების განმავლობაში იკავებდა მენეჯერულ პოზიციებს და მან დიდი წვლილი შეიტანა ორგანიზაციის განვითარებაში, ჩვენი არსებობის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე. ის იყო ძალიან ღირსეული და გამორჩეული მეგობარი, რომლის დაკარგვა განსაკუთრებით მძიმეა და წარმოუდგენელია ჩვენთვის. ჩვენი გუნდი უსამძიმრებს და თანაუგრძნობს ზაზას ოჯახსა და მის მეგობრებს” - წერია სამძიმრის წერილში, რომელიც საქართველოს არაფორმალურმა განათლების ინსტიტუტმა გაავრცელა. ამ ორგანიზაციაში ზაზა ნადირაშვილიწლების მანძილზე მუშაობდა.
"როგორც ვიცით, ავარია სახლთან ახლოს მოხდა. საგურამოში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. ზაკი ჩვენი დიდი ხნის გამორჩეული თანამშრომელი იყო. ძალიან მძიმეა ჩვენთვის ეს ამბავი. 26 წლის იყო, ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, დაოჯახებული. როგორც ვიცით, საჭესთან თვითონ იჯდა, რა და როგორ მოხდა, ზუსტად დეტალები არ ვიცი, სამწუხაროდ, ადგილზეა გარდაცვლილი. გუშინწინ გაიგეთ ამის შესახებ", - განუცხადა "ამბებს" ზაზა ნადირაშვილის თანამშრომელმა.
წყარო: ambebi.ge