რეზონანსი
27.02.2026

2026 წლის თებერვალში, საერთაშორისო კვლევითმა კომპანია Ipsos-მა, უკრაინაში პოლიტიკური განწყობების შესასწავლად, რეპრეზენტატული კვლევა ჩაატარა. Ipsos-ის თანახმად, კვლევის ძირითადი მიგნებებია:

1. პესიმიზმი ლიდერობს, მაგრამ გაურკვევლობა მაინც არსებობს - 29% თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, 37% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო, დარჩენილი 34% არ არის დარწმუნებული - ეს მოსაზრებების მნიშვნელოვან, პოტენციურად მერყევ რეზერვზე.

2. ომის გამოცდილება და ეროვნული სიმბოლიზმი სჯობნის პოლიტიკურ გამოცდილებას - ზალუჟნი ყველაზე სანდო ფიგურაა (63%), შემდეგ მოდიან უსიკი (56%) და ბუდანოვი (55%). ზელენსკი მეოთხე ადგილზეა (49% ენდობა, მაგრამ ამავე დროს, მაღალია უნდობლობის მაჩვენებელი და ის  38%-ს შეადგენს), რაც მოქმედი პრეზიდენტის პოლარიზებულ იმიჯზე მიუთითებს.

3. მთავრობის რეორგანიზაციამ ვერ შეძლო ნდობის აღდგენა - 45% უარყოფითად აფასებს, 32% კი - დადებითად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×