რეზონანსი
27.02.2026

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სააგენტო ფრენის მონაცემებს სწავლობს, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებულ ინფორმაციას. უწყებამ ინფორმაციის გადახედვა მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ გარდაცვლილი ამერიკელი სექსუალური დამნაშავე, თავისი კერძო თვითმფრინავით ბრიტანეთის სამხედრო ბაზებზე ეშვებოდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ბრიტანეთის პოლიცია უკვე აფასებს, ახდენდა თუ არა ეპშტეინი ქალებით ვაჭრობას ლონდონის ორ აეროპორტში და ცენტრალურ ინგლისში მდებარე ერთ აეროპორტში კერძო რეისებით, როგორც კოორდინირებული ეროვნული ძალისხმევის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს შერცხვენილი ფინანსისტის დიდ ბრიტანეთთან კავშირების გამოძიებას.

თუმცა, სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდება პოლიციის მიმართ, გამოიძიონ, გამოიყენებოდა თუ არა იმავე საქმიანობისთვის სამეფო საჰაერო ძალების ბაზები, როგორებიცაა „მარჰემი“ - აღმოსავლეთ ინგლისში და „ნორთჰოლტი“ - ლონდონის მახლობლად. მოწოდებები მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ ეპშტეინის კერძო თვითმფრინავი ამ ბაზებზეც დაეშვა.

მედიის ინფორმაციით, კერძო თვითმფრინავები რეგულარულად იყენებენ სამეფო საჰაერო ძალების „ნორთჰოლტის“ ბაზას, მაგრამ ისინი გაცილებით იშვიათად ეშვებიან „მარჰემის“ ბაზაზე, რომელიც მთავარი, მოწინავე ბაზაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×