რეზონანსი
27.02.2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, სოციალურ ქსელში ექს-პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის, მიერ გამოქვეყნებულ გამოკითხვას ეხმიანება, რომლის ჯამიც 102%-ია.

ანანიძის განცხადებით, სწორედ ასე ითვლიდა „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შედეგებს, რომლის ნათელი მაგალითიც, ხელვაჩაურის ოლქის 2008 წლის არჩევნების შედეგია.

„ასე ითვლიდა არჩევნების შედეგებსაც.

2008-ში უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე იმდენად არარეალური პროცენტები მიიწერა ხელვაჩაურის ოლქში, ვეღარ ჩაჯდა ვერანაირ არითმეტიკულ ლოგიკაში და იძულებული გახდნენ გაეუქმებინათ ამ ოლქის შედეგი.

ეს გამოკითხვაც ასეთია,“- წერს ცოტნე ანანიძე.

ცნობისთვის, მიხელ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინტერკონტინენტური დიასპორების გაერთიანება „თაობები საქართველოსთვის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვა, რომლის ჯამიც 102% აღმოჩნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×