რეზონანსი
27.02.2026

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ირანში გამგზავრებისგან, რადგან „გარედან მომდინარე საფრთხის დონე მაღალია“.

„ირანში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიმდინარე ვითარების გათვალისწინებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ირანში მდებარე ჩინეთის საელჩო და საკონსულოები ჩინეთის მოქალაქეებს აფრთხილებენ მოცემულ მომენტში თავი შეიკავონ ირანში გამგზავრებისგან“, - აღნიშნულია ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

რაც შეეხება ირანში უკვე მყოფ ჩინეთის მოქალაქეებს, მათ პეკინი ურჩევს, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრონ და რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ ქვეყანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×