რეზონანსი
27.02.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვანის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის შუამდგომლობებს განიხილავენ, ასევე ბრალდების მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს. ავალიანის საქმეზე სულ ოთხი პირია დაკავებული.

პროკურორი ქეთევან სონიძე აცხადებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს.

„დღეს იწყება არსებითი განხილვა დემეტრე ჩიქოვანისა და ანი ნასყიდაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე. დაცვის მხარეს ექნება გარკვეული სახის შუამდგომლობები, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ წარვადგენთ მხარეები შესავალ სიტყვებს“, - აცხადებს ქეთევან სონიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×