რეზონანსი
27.02.2026

გვსურს გამოვეხმაუროთ პროპაგანდისტული მედიისა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ გავრცელებულ მორიგ ტყუილს, თითქოს ტელეკომპანია „იმედის“ ვებგვერდი რუსულ სერვერსა და დომეინზე გადავიდა.

რეალურად - დომეინი და სერვერი არსად გადასულა: ტელეკომპანია „იმედის“ ციფრული ინფრასტრუქტურა, მონაცემთა ბაზები და დომეინის რეგისტრატორი რჩება ზუსტად იქ, სადაც აქამდე იყო - საქართველოში! - ტელეკომპანია "იმედი" განცხადებას ავრცელებს: 

"რაც შეეხება DDOS GUARD-ს, ამ კომპანიის იურიდიული მფლობელი და მმართველი კომპანია არის "IQWeb FZ-LLC“, რომელიც რეგისტრირებულია და სათავო ოფისი მდებარეობს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (დუბაიში, კერძოდ ტექნოლოგიურ ჰაბში - Dubai Internet City). აღნიშნული კომპანია ოპერირებს გლობალურად. მისი ინფრასტრუქტურული კვანძები და გამფილტრავი სერვერები განთავსებულია ევროპის, აზიისა და ამერიკის მრავალ ქვეყანაში.

მსგავსი მოდელით ოპერირებენ სფეროს გლობალური ლიდერები Cloudflare, Akamai და სხვები, რაც წარმოადგენს თანამედროვე ინტერნეტ-უსაფრთხოების ოქროს სტანდარტს. ის ემსახურება საერთაშორისო კლიენტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა უზრუნველყოს მძლავრი კიბერ-შეტევების მოგერიება. ტელეკომპანია „იმედის“ ციფრული პლატფორმების უწყვეტობისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გამოიყენება შეტევების მოგერიების მრავალდონიანი სისტემა.

ცენტრალურ ამერიკაში (ბელიზი) განთავსებული სერვერი ასრულებს უსაფრთხო კარიბჭის ფუნქციას, რომელიც ახდენს მომხმარებელთა ნაკადის გაფილტვრას და მათ უსაფრთხო რეჟიმში გადამისამართებას ძირითად რესურსებზე. უშუალოდ სასერვერო ინფრასტრუქტურა და მონაცემთა ბაზები განთავსებულია საქართველოში, რაც უზრუნველყოფს სერვისების სტაბილურ და სწრაფ მიწოდებას,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×