რეზონანსი
28.02.2026

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა („ცაჰალმა“) დილით ირანზე საჰაერო იერიში მიიტანა. იერიშის მიზანს წარმოადგენდა „საფრთხეების გაუვნებელყოფა“.

ისრაელში მოსალოდნელია ირანის საპასუხო თავდასხმა დრონებითა და რაკეტებით. ამის გამო ქვეყნის ტერიტორიაზე განგაშის სირენები ჩაირთო.

ქვეყნის ხელისუფლებამ ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მოსახლეობას ურჩევს ზურგის სარდლობის მითითებებს დაემორჩილოს.

ისრაელის უსაფრთხოების წყაროების ინფორმაციით, ირანზე შეტევა აშშ-ისრაელის ერთობლივი ოპერაციაა.

გადაუმოწმებელი ინფორმაციით, შეტევის ერთ-ერთი სამიზნე ირანის საპრეზიდენტო რეზიდენციაა.

გავრცელებული ცნობით, იბომბება ის ადგილები, საიდანაც ირანს ისრაელზე შეტევა შეუძლია.

ამასთან, ისრაელის მიმართულებით რაკეტის გაშვების შემთხვევა ჯერჯერობით არ დასტურდება. ისრაელმა საჰაერო სივრცე დახურა და ყველა სამოქალაქო ფრენა გაუქმებულია.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ირანზე თავდასხმა ისრაელის საფრთხეების განეიტრალებას ისახავს მიზნად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×