რეზონანსი
28.02.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ტრამპმა ირანს იარაღის დაყრისა და დანებებისკენ მოუწოდა.

„ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა სამხედროებმა ირანში მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ჩვენი მიზანია ირანის რეჟიმის, ძალიან სასტიკი და საშინელი ხალხის ჯგუფისგან მომდინარე გარდაუვალი საფრთხის აღმოფხვრით ამერიკელი ხალხი დავიცვათ. მათი მუქარის შემცველი მოქმედებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის აშშ-ს, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, საზღვარგარეთ მდებარე ბაზებს და მოკავშირეებს მთელ მსოფლიოში. 47 წლის განმავლობაში, ირანის რეჟიმი სკანდირებდა „სიკვდილი ამერიკას“, აწარმოებდა უსასრულო სისხლისღვრისა და მასობრივი ხოცვა-ჟლეტის კამპანიას, რომელიც მიმართული იყო აშშ-ზე, ჩვენ სამხედროებსა და უდანაშაულო ხალხზე, მრავალ ქვეყანაზე“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაციის მიზანი ირანის ბირთვული პროგრამების განადგურებაა: „ამ ტერორისტულ რეჟიმს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება. კიდევ ერთხელ ვამბობ, მათ ბირთვული იარაღი არასდროს ექნებათ“, - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა და შეიარაღებულ ძალებს მიმართა: „უნდა დაყაროთ იარაღი და მიიღებთ სრულ ხელშეუხებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ალტერნატივის სახით გარდაუვალი სიკვდილი გელით“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×