რეზონანსი
28.02.2026

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირების საკითხზე, „ქრონიკასთან“ კომენტარი გააკეთა.

„ეს არის ჟანგბადის მიცემა კვდომაში წასული ოპოზიციისთვის, რომ როგორღაც თავიანთი აგენტურული ძალები გამოაცოცხლონ. ამაზე ანტიევროპული პერიოდი ევროპას არ ჰქონია, რომელიც შექმნეს „დიფ სთეითის“ ხელის ბიჭად ქცეულმა ბიუროკრატებმა და მათ შორის ბრიტანეთის ხელისუფლებაში მოკალათებულმა ბიუროკრატებმა. ასევე ძალიან საცოდავ სიტუაციაში ჩაიგდო თავი ბრიტანეთის ელჩმა, რომელიც არის ამ ძალების გამხმოვანებელი“, - აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.

როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

თავისუფალ მედიაზე დიდი ბრიტანეთის თავდასხმის გამო საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. მან შეხვედრა კომენტარის გარეშე დატოვა. საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, 40 წუთის განმავლობაში მას არ მოუსმენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო ლონდონმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×