რეზონანსი
28.02.2026

25 წლის მიხეილ ქავთარაძის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა კიდევ ერთი პირი, არასრულწლოვანი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატმა დაუდასტურა. არასრულწლოვანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით აქვს წარდგენილი და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მსჯელობენ.

ცნობისთვის, შემთხვევა თბილისში, ვარკეთილში, 2024 წლის 21 დეკემბერს მოხდა. ურთიერთშელაპარაკების შედეგად, 4 ადამიანი დაიჭრა, მიყენებული ჭრილობებით კი კლინიკაში მიყვანისთანავე 25 წლის მიხეილ ქავთარაძე გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობისა და სამი პირის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თავდაპირველად ერთი პირი - დავით გოგიძე დააკავეს. მომხდარიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, ორი სპეცრაზმელი და ერთი არასრულწლოვანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×