რეზონანსი
28.02.2026

ისრაელის მე-12 არხი, წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ ისრაელის დარტყმების შედეგად, სავარაუდოდ, აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა. 

„არსებობს იმის ნიშნები, რომ, დღეს დილით ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ლიკვიდირებულია აიათოლა ალი ხამენეი“, - წერს გამოცემა.

ტელეკომპანიის ცნობით, ისრაელი „აფასებს“, რომ ხამენეი, დიდი ალბათობით, მოკლულია, თუმცა ოფიციალური დადასტურება ამ დრომდე არ არსებობს. რამდენიმე წუთით ადრე, წყაროზე დაყრდნობით არხი წერდა, რომ ხამენეი „მინიმუმ დაშავებულია“.

ინფორმაცია, ოფიციალურად დადასტურებული არ არის. 

ამასთან, „როიტერის“ ცნობით, შესაძლოა, ისრაელის საჰაერო დარტყმებს ირანის თავდაცვის მინისტრი, აზიზ ნასირზადე და ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაური მოჰამედ პაკპური ემსხვერპლა. ისლამურ რესპუბლიკასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით, სააგენტო იტყობინება, რომ აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის რამდენიმე მაღალი რანგის მეთაური და პოლიტიკური თანამდებობის პირი დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×