რეზონანსი
28.02.2026

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ახლო აღმოსავლეთში ირანის მიერ განხორციელებული სამხედრო დარტყმები დაგმეს.

ევროპელმა ლიდერებმა თეირანს ბირთვული და ბალისტიკური სარაკეტო პროგრამების შეჩერებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს. ამასთან, დასავლეთის სახელმწიფოების მეთაურებმა რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება და განაცხადეს, რომ ირანის რეჟიმმა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს.

საერთო განცხადებაში ევროპული სახელმწიფოების მმართველებმა დაადასტურეს, რომ რეგიონში განხორციელებულ სამხედრო იერიშებში უშუალო მონაწილეობა არ მიუღიათ, თუმცა განაცხადეს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელთან, მჭიდრო კოორდინაციაში რჩებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×