რეზონანსი
01.03.2026

ისრაელის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც ქვეყანას 1989 წლიდან მართავდა, მოკლულია. გავრცელებული ცნობებით, მისი ცხედარი თეირანში, ნანგრევების ქვეშ იპოვეს. ისრაელის მე-12 არხის ინფორმაციით, ნანგრევებში ნაპოვნი ხამენეის ცხედრის კადრები უკვე ნახა ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

„აშშ-ში ისრაელის ელჩმა ამერიკელ მაღალჩინოსნებს აცნობა, რომ აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია“, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ის ჟურნალისტი, ბარაკ რავიდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

პარალელურად კი ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ესმაილ ბაგაი აცხადებს, რომ ირანის პრეზიდენტი და უზენაესი ლიდერი „უსაფრთხოდ და ჯანმრთელები არიან“.

ესმაილ ბაგაის თქმით, ირანის მთავრობის „სისტემა მუშაობს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×