რეზონანსი
01.03.2026

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია, - ინფორმაციას ისლამური სახელმწიფო ადასტურებს. თეირანი ამბობს, რომ ხამენეი, რომელიც აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი იერიშების დროს დაიღუპა, ნანგრევებში იპოვეს.

ლიკვიდირებულია ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის - ინფორმაციას სხვადასხვა გამოცემა შიდა წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვინ ჩაანაცვლებს ხამენეის, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა ვრცელდება ცნობები, რომ მალე შეიქმნება დროებითი ხელმძღვანელობის სტრუქტურა, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის პრეზიდენტი და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი შევლენ. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ისრაელისა და ამერიკული ბაზების წინააღმდეგ "დამანგრეველი შეტევითი ოპერაციის" დაწყებაზე საუბრობს, შტატების პრეზიდენტი კი ამბობს, რომ, თუ ირანი დარტყმებს განაგრძობს, შეერთებული შტატები მას ძალიან ძლიერად უპასუხებს.

ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროკავშირი საგარეო საქმეთა საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×