რეზონანსი
01.03.2026

ირანის პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობა მუსლიმების წინააღმდეგ ომის გამოცხადებაა.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი პოლიტიკური ავტორიტეტისა და მსოფლიოში შიიზმის გამოჩენილი ლიდერის მკვლელობა აღიქმება, როგორც მუსლიმების, განსაკუთრებით კი შიიტების წინააღმდეგ ომის ღია გამოცხადება მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა პეზეშკიანმა სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ მიმართვაში.

მისი თქმით, ხამენეის მკვლელობისთვის შურისძიება ისლამური რესპუბლიკის უფლება და ვალდებულებაა.

„ირანის ისლამური რესპუბლიკა თავის კანონიერ მოვალეობად და უფლებად მიიჩნევს, შური იძიოს ამ ისტორიული დანაშაულის მონაწილეებისა და ორგანიზატორების მიმართ“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×