რეზონანსი
01.03.2026

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი კომპანიის “მეამა” დირექტორის, ლაშა შარიქაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ტელეკომპანია „იმედთან” და „პოს ტვ”-თან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

შაქარიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო ორგანიზაციებმა “მეამას” კონტრაქტები უნდა გაუწყვიტონ.

„სახელმწიფო ორგანიზაციებმა უნდა გაუწყვიტონ კონტრაქტები. სააკაცუკეთის გარდა აქ რომ ყავას აღარავინ დალევს ეს ხომ ცხადია. ამ მდაბიო და მონური გადაწყვეტილების ფასი ჯიბეზე უნდა იგრძნონ!!!

მერე უფასოდაც რომ დაარიგონ, კანალიზაციაში უნდა ჩავუშვათ მაინც ყველამ…”- წერს შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×