რეზონანსი
01.03.2026

„მეამას“ პოზიცია, არ ითანამშრომლოს „იმედთან“ და „პოსტვისთან“, პირდაპირ ემსახურება უცხო ინტერესებს და არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე კომპანია „მეამას“ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ  „იმედთან“ და „პოსტივისთან“ თანამშრომლობას წყვეტს.

ჩიხელიძის განცხადებით,  „მეამა“ არ იმსახურებს მხარდაჭერას საზოგადოებისგან, რამდენადაც მისი მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

„მეამას“ პოზიცია, არ ითანამშრომლოს „იმედთან“ და „პოსტვისთან“, პირდაპირ ემსახურება უცხო ინტერესებს და არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ადგილობრივი წარმოება მხოლოდ მაშინ არის სასურველი, როცა ის აძლიერებს ქვეყანას, მის საინფორმაციო სუვერენიტეტს და საზოგადოებრივ ერთიანობას.

„მეამამ“ კი ცალსახად აირჩია მტრის მხარე. ის ისე შეუერთდა „დასჯის ოპერაციას“ , რომ არც კი დასვა კითხვა ეფუძნებოდა თუ არა „იმედის“ და „პოსტვის“ დასჯა რეალურ ფაქტებს. ეს ნიშნავს, რომ მან აირჩია არა სიმართლე, არამედ სიცრუე.

„მეამას“ ბოიკოტი არის ლოგიკური და სამართლიანი ქმედება. ვინც დგას მტრის მხარეს, მას არ უნდა ჰქონდეს საზოგადოების მხარდაჭერის იმედი საზოგადოება არ არის ვალდებული მხარი დაუჭიროს კომპანიას, რომელმაც თავად აირჩია ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება!“- წერს დავით ჩიხელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×