რეზონანსი
01.03.2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ხვალ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ვიზიტით მიემგზავრება.

როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, დელეგაციას შეხვედრები ექნება როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„მივემგზავრებით ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც შეხვედრები გვექნება როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. იმ კონფერენციას დავესწრებით, რომელიც სუვერენული ქვეყნების ალიანსის სახელით იმართება. შესაძლებლობა გვექნება, ანალიტიკურ ცენტრებში დისკუსიები გავმართოთ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების შესახებ. მთავარი ამოცანაა, ურთიერთობები გადაიტვირთოს და არა მხოლოდ აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ უფრო მეტი შინაარსით დაიტვირთოს, ვიდრე აქამდე იყო. ჩვენ ცდას არ დავაკლებთ, შევეცდებით, დისკუსიები ამ თემის ირგვლივ გავმართოთ. საინტერესოა, რა პოზიცია ექნება ამერიკულ მხარეს. ის ფაქტი, რომ ვიზიტი შედგება, თავისთავად გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ რაღაც სახის ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელი იქნება", - განაცხადა სამხარაძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×