რეზონანსი
01.03.2026

ისრაელის თავდასხმები ირანის წინააღმდეგ გაძლიერდება, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცთან, ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ ეიალ ზამირთან და მოსადი-ს უფროს დევიდ ბარნეასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენი ძალები ახლა თეირანის გულში მზარდი ინტენსივობით ურტყამენ და ეს კიდევ უფრო გაძლიერდება მომდევნო დღეებში", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ თელ-ავივში, ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბ-ბინის სახურავიდან გავრცელებულ მიმართვაში.

ასევე, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აშშ-სა და ისრაელის ძალების გაერთიანება საშუალებას იძლევა გააკეოს ის, რაც 40 წლის განმავლობაში სურდა.

„ძალების გაერთიანება საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ ის, რაც 40 წლის განმავლობაში მინდოდა - გადამწყვეტად დავარტყათ ტერორისტულ რეჟიმს. ეს არის ის, რა დაპირებაც გავეცით - და ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ამასთან, ნეთანიაჰუმ ისრაელზე ირანის დარტყმებზე საუბრისას განაცხადა, რომ „ეს მტკივნეული დღეებია". მან დაჭრილებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×