რეზონანსი
01.03.2026

გადაცემა „ჩვენ ქართველების"-ის წამყვანმა გიორგი კალანდიამ გადაცემაში „იმედის კვირა" ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე ისაუბრა.

კალანდიას თქმით, მისი გაოცება იმ ადამიანების რეაქციამ გამოიწვია, რომლებსაც ალტერნატიული აზრის შესაძლო გაქრობა ახარებთ.

„მართლა მიჭირს ავხსნა რა ხდება, როდესაც ჩვენ ვემსახურებით იმ საქმეს, რაც არის ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი აზრის დამკვიდრება. ვინც „იმედის" მაყურებელია, მან ძალიან კარგად იცის, რომ „იმედის" მიზანი არის თავის მაყურებელთან მიიტანოს სიმართლე. მე გამაოცა იმ ადამიანების „ჟივილ-ხივილმა", რომ თითქოს და ალტერნატიულ აზრს გააქრობენ და ეს უხარიათ", - აღნიშნა გიორგი კალანდიამ.

„იმედის კვირამ" დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მისი ქვეყნის მთავრობის მიერ ტელეკომპანია „იმედისთვის" დაწესებული სანქციების შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა.

როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა" და „პოსტივის" წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

თავისუფალ მედიაზე დიდი ბრიტანეთის თავდასხმის გამო საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. მან შეხვედრა კომენტარის გარეშე დატოვა.

საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, 40 წუთის განმავლობაში მას არ მოუსმენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო ლონდონმა.

დიდი ბრიტანეთის თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ტელეკომპანია „იმედმა".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×