რეზონანსი
01.03.2026

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფაქტობრივად „მოლაპარაკებების მაგიდის დაბომბვის" ბრძანება გასცა.

არაღჩის მტკიცებით, „შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იყო".

"ჟენევა იმ გაგებით დავტოვეთ, რომ შემდეგ შეხვედრაზე შეთანხმებას მივაღწევდით. მათ, ვისაც დიპლომატიის ჩაშლა სურდათ, წარმატებით შეასრულეს თავიანთი მისია", - დაწერა არაღჩიმ X-ზე დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

არაღჩიმ დასძინა, რომ საბოლოოდ, სწორედ ტრამპმა „მოლაპარაკებების მაგიდის დაბომბვის ბრძანება გასცა".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×